Thursday, July 20, 2017

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი შევისწავლე შეფასების რუბრიკები გადმოვწერე ჩემს საქაღალდეში და შევინახე, იმისათვის რომ გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
შევაფასეთ პროექტის პრეზენტაცია.
გავუკეთე რეკომენდაცია ჯგუფელების პროექტის გეგმებს
საბოლაოდ შევასწორე  ჩემი საქაღალდე და ავტვირთე ბლოგზე.
ძალიან კარგი ტრენინგი ჩაგვიტარა ბატონმა მინდია დიდმანიძემ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვებაში.
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ვთხოვ, რომ ხშირად ჩაგვიტაროს საჭირო ტრენინგები, რომელიც დაგვეხმარება კარიერულ წინსვლაში.
ამ 9 დღიან ტრენინგს დადებითად ვაფასებ როგორც ტრენინგის თემატიკას ასევე ტრენერის გადმოცემას. მადლობა

Monday, July 17, 2017

მერვე დღე

კიდევ ერთხელ დავხვეწეთ პროექტის გეგმა. გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტს, განვიხილეთ სხვადასხვა პროექტის ნიმუშები. გავაანალიზეთ მოსწავლეთა მუშაობის ფორმები. განვაახლე ინფორმაცია დისკზე და ჩემი პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.
 პროცედურების დაწერა გამომივიდა კარგად ამ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და კრედიტების დაგროვებაში.

Wednesday, July 12, 2017

მეშვიდე დღე

ვიმუშავე პროექტზე.დავწერე მეორე კვირის პროცედურები.გავეცანი დიფერენცირებული სწავლების კითხვარს.ვისწავლე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან,ნიჭიერ მოსწავლეებთან და არაქართულენოვან მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდები. შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Monday, July 10, 2017

მეექვსე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე , დავწერე პროექტის პროცედურები. გავეცანი კოლაბორაციას. განვაახლე ფაილები დისკზე. გამოვიყენებ ამ ცოდნას სასწავლო პროცესისთვის.

Thursday, July 6, 2017

მეხუთე დღე


დავხვეწე შეფასების სტრატეგიები ;ჩავასწორე პროექტის გეგმა გავეცანი საავტორო უფლებებს., რომელთა დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია ინტერნეტიდან.
დავასრულე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.
დღევანდელი მეცადინეობა როგორც სხვა მეცადინეობები არის კარგი და აუცილებელი ეს დამეხმარება სასწავლო პროცესში სამუშაოდ, კრედიტქულების დაგროვებისათვის.
კარგად გამომივიდა პრეზენტაციის მომზადება იმიტომ, რომ გავლილი მაქვს მე-2 დონის ისტ ტრენინგი.კარგია , რომ ასეთი ტრენინგები ტარდება. გმადლობთ. 

Wednesday, July 5, 2017

მეოთხე დღე

დავხვეწე საკვანძო კითხვები,  გავეცანი შეფასების სტრატეგიებს , დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა, განვაახლე ინფორმაცია დისკზე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი ტრენინგით. იმედი მაქვს ამ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.